ოლიმპიურ ათლეტებს რუსეთიდან პირველი ოქრო ალინა ზაგიტოვამ მოუტანა (ვიდეო)

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის მედლები გათამაშდა.

მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე 15 წლის ალინა ზაგიტოვა ლიდერობდა, რომელმაც 82.92 ქულა მოაგროვა და თანამემამულე მედვედევას მხოლოდ 1.31 ქულით უსწრებდა. საბოლოო ჯამში ეს უპირატესობა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

თავისუფალ პროგრამაში ზაგიტოვამ ტექნიკურ კომპონენტებში უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა (81.62), კომპონენტებში კი 75.03 ქულა აიღო. ორივე პროგრამის შემდეგ მას ჯამში 239.57 ქულა დაუგროვდა. მედვედევა მას ტექნიკური კუთხით ჩამორჩა, თუმცა დეფიციტი კომპონენტებით აღმოფხვრა და თავისუფალ პროგრამაში მანაც ზუსტად 156.65 აიღო. შესაბამისად, ძალაში დარჩა ზაგიტოვას მიერ მოკლე პროგრამისას მოპოვებული 1.31 ქულიანი უპირატესობა და ოქროს მედალიც მას ერგო.

ბრინჯაოს მედალი კანადელ კეიტლინ ოსმონდმა მოიპოვა (231.02 ქულა).

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე