ოლიმპიაკოსმა შესაძლოა საბერძნეთის ჩემპიონატი დატოვოს
ოლიმპიაკოსმა შესაძლოა საბერძნეთის ჩემპიონატი დატოვოს

ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გრანდი, საბერძნეთის ოლიმპიაკოსი ქვეყნის ჩემპიონატის დატოვებასა და ადრიატიკის ლიგაში გადასვლას აპირებს, – წერს ვებრესურსი ლაივ სპორტი (Live Sport).

იტყობინებიან, რომ კლუბის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა ადრიატიკის ლიგის ბოსებს იმ პირობების გასაკვევად, რომლის მიხედვითაც ოლიმპიაკოსი უკვე მომავალ სეზონში შეძლებს ტურნირში მონაწილეობას. ეს ინფორმაცია დაადასტურა ადრიატიკის ლიგის გენერალურმა დირექტორმა იანის პსარაკისმა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიაკოსსა და პანათინაიკოსს შორის უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია მათი ბოლო მატჩის შემდეგ. მაშინ, ოლიმპიაკოსის კალათბურთელებმა დატოვეს მოედანი მსაჯობის მიმართ პროტესტის გამო.