„ოლიმპიაკოსმა“ „მილანი“ ჯგუფში ჩატოვა და პლეი-ოფში გავიდა (ვიდეო)

12:22, 14.12.2018

ათენში გამართული მატჩი ადგილობრივ „ოლიმპიაკოსსა“ და „მილანს“ შორის ნამდვილი „თრილერი“ გამოდგა. ბერძნულ კლუბს ორი ბურთით გამარჯვება სჭირდებოდა, რათა მომდევნო ეტაპზე გასულიყო და პირველი გოლი პაპე აბუ სისემ მე-60 წუთზე გაიტანა. ამ მომენტიდან ცხრა წუთში კრისტიან საპატამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ოლიმპიაკოსი“ 2-0 დაწინაურდა, თუმცა იმავე საპატას ორ წუთზე ნაკლები დასჭირდა, რათა შეცდომა გამოესყიდა და იტალიური გრანდისთვის იმედი ისევ მიეცა – 2-1.

მიუხედავად ამისა, მატჩის 81-ე წუთზე, მსაჯმა სტუმართა კარში პენალტი დანიშნა და კონსტანტინოს ფორტუნისმა მასპინძლები კვლავ ორი ბურთის სხვაობით დააწინაურა – 3-1.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და „ოლიმპიაკოსი“ მომდევნო ეტაპზე გავიდა.

„მილანისთვის“ კი წელს ევროტურნირი დასრულებულია.

 

მსგავსი