„ოლიმპიაკოსის“ პრინციპული გამარჯვება „ცსკა“-სთან (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 24-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა. მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა „ოლიმპიაკოსმა“. ბერძნებმა საკუთარ არენაზე „ცსკა“-ს უმასპინძლეს და ანგარიშით 72:59 გაიმარჯვეს.

მასპინძლებს 19 ქულით და 7 მოხსნით კოსტას პაპანიკოლაუმ ულიდერა. 11 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ნიკოლა მილუტინოვმა.

„ცსკა“-ს რიგებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით ჯეიმსი გამოდგა.

„ოლიმპიაკოსმა“ მე-10 მოგება გაიფორმა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

ანადოლუ ეფესი-ჟალგირისი 96:91

ალბა-რეალი 97:103

ბასკონია-ვილერბანი 79:65