ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირები 2021 წლის 29 ივნისამდე უნდა დასრულდეს
ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირები 2021 წლის 29 ივნისამდე უნდა დასრულდეს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ყველა საკვალიფიკაციო ტურნირი 2021 წლის 29 ივნისამდე დასრულდება, – ამის შესახებ წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წერილში, რომელიც ყველა ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გაეგზავნა.

წერილში აღნიშნულია, რომ სალიცენზიო და შესარჩევი ტურნირების თარიღებისა და ადგილების შესახებ გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც მოიხსნება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველანაირი შეზღუდვა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარების ახალ თარიღად  2021 წლის 23 ივლისი – 8 აგვისტო დაადგინა.