ოლიმპიადის ჩატარებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებენ
ოლიმპიადის ჩატარებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებენ

ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ვიცეპრეზიდენტმა ტოსიაკი ენდომ განაცხადა, რომ ზაფხულის თამაშების ჩატარებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა მიიღონ. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება კორონავირუსის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

„საორიენტაციოდ, 2021 წლის მარტში მოგვიწევს გუნდების შემადგენლობებზე ჩამოყალიბება. სადღაც ამ პერიოდში საორგანიზაციო კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას ოლიმპიადის ჩატარების თაობაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება კორონავირუსის სიტუაციაზე“, – მოჰყავს ენდოს სიტყვები სააგენტო „კიოდოს“.

„მომავალი წლის მარტისთვის გასაგები გახდება, შედგება თუ არა მოთამაშეთა შერჩევა. ესეც მნიშვნელოვანია საკითხია. კორონავირუსის სიტუაცია მომავალი წლის ზაფხულისთვის უცნობია და ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე აზრი არსებობს. ამიტომაც, ოლიმპიადის ჩატარებაზე „კი“ ან „არას“ თქმა ჯერ ძალიან ადრეა“, – განაცხადა ენდომ.