ოლიმპიადაზე ნოროვირუსით დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა
ოლიმპიადაზე ნოროვირუსით დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა

ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც პიონჩანგში ნოროვირუსით დაავადნენ, 139-ს მიაღწია, – წერს სააგენტო „როიტერი“. შაბათს ვირუსით დაავადების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯერჯერობით, სპორტსმენებს შორის ნოროვირუსი არავის შეყრია.

ვირუსის გავრცელების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, როცა ოლიმპიადის უსაფრთხოების სამსახურის 1200 თანამშრომელი ინფექციის წარმოშობის შემდეგ კარანტინში გადაიყვანეს. მათი ადგილი 900-მა ჯარისკაცმა დაიკავა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე