ოლექსანდრ ზინჩენკო კარიერას „ნოტინგემ ფორესტში“ გააგრძელებს #1TVSPORT
უკრაინელი მცველი ოლექსანდრ ზინჩენკო ლონდონის „არსენალიდან“ „ნოტინგემ ფორესტში“ იჯარის წესით გადაბარგდა.
ფეხბურთელი ახალ გუნდში ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს. გასულ სეზონში ზინჩენკომ სხვადასხვა ტურნირზე 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ამჟამად „ნოტინგემ ფორესტი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს.