ოლექსანდრ უსიკი - როცა ფიურის ჩამოვიშორებ, უაილდერზე შემდეგ ვილაპარაკებთ #1TVSPORT
ოლექსანდრ უსიკი - როცა ფიურის ჩამოვიშორებ, უაილდერზე შემდეგ ვილაპარაკებთ #1TVSPORT

WBA, IBF და WBO ვერსიებით მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, უკრაინელმა ოლექსანდრ უსიკმა მომავალი ბრძოლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარ მეტოქედ კვლავ WBC-ის ქამრის მფლობელს, ბრიტანელ ტაისონ ფიურის მიიჩნევს.

„როგორც კი ტაისონ ფიურის გზიდან ჩამოვიშორებ, დეონტეი უაილდერის შესახებ შემდეგ ვილაპარაკებთ“, – ციტირებს უკრაინელი მძიმეწონოსანი ჩემპიონის სიტყვებს boxingnews24.

როგორც უკრაინელი (20-0), ასევე ბრიტანელი ჩემპიონი (32-0) ჯერ არ დამარცხებულან. უსიკმა ბოლო ბრძოლა 20 აგვისტოს ენტონი ჯოშუას (26-0) წინააღმდეგ გამართა და მატჩ-რევანშში მეტოქეს ქულებით აჯობა  (116:112, 115:113, 113:115). ტაისონ ფიური კი ბოლოს რინგზე 24 აპრილს ავიდა. დაუმარცხებელი ბრიტანელის ჯერჯერობით უკანასკნელი მსხვერპლი დილიან უაიტი იყო, რომელიც „ბოშათა მეფემ“ მეექვსე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.