ოლექსანდრ აზაცკი - ტორპედომ ჩემს ტრანსფერზე ბანიკთან მოლაპარაკებები დაიწყო
ოლექსანდრ აზაცკი - ტორპედომ ჩემს ტრანსფერზე ბანიკთან მოლაპარაკებები დაიწყო

ოლექსანდრ აზაცკი „ტორპედოში“ არსებული გარემოთი კმაყოფილია და გუნდში დარჩენის სურვილი გამოხატა. ქუთაისელთა ლეგიონერის თქმით, მის ტრანსფერის გამოსყიდვაზე მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

„ვფიქრობდი, რომ „ტორპედოში“ ადაპტაციის გავლა გამიჭირდება, მაგრამ შევცდი. აქ ძალიან მეგობრული გარემო დამხვდა. განსაკუთრებით, ადვილად გავუგე მამუკა კობახიძეს. მასთან ისე ვარ, თითქოს ხუთი სეზონია ერთად ვიყოთ. კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს მეწურება. აქ იჯარით ვარ და „ტორპედოს“ სურს ჩემი გამოსყიდვა, რაზეც ოსტრავას „ბანიკთან“ მოლაპარაკებები დაიწყო. თუ კლუბები გამოსასყიდ თანხაზე შეთანხმდნენ, სიამოვნებით გავაგრძელებ კარიერას „ტორპედოში“, რადგან აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ყველაფერი მომწონს – გუნდი, ფანები, ქალაქი“, – ამბობს აზაცკი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ აზაცკი ზაფხულში ოსტრავასბანიკიდან“ იჯარით დაიმატა და ექსთვიანი ხელშეკრულება გაუფორმა.