ოლეგ იაროვინსკი - კვარაცხელიაზე წინადადებებს მისი აგენტი გვთავაზობდა, ხვიჩა მაინც წავა #1TVSPORT
ოლეგ იაროვინსკი - კვარაცხელიაზე წინადადებებს მისი აგენტი გვთავაზობდა, ხვიჩა მაინც წავა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ყაზანის „რუბინის“ ხელმძღვანელთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არავინ იწვევს, მაგრამ გუნდის სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი მუდამ საპირისპიროს ამტკიცებდა. მან ქართველ ნახევარმცველზე იუთუბ-არხ DASH– თან ინტერვიუში ახლაც თქვა, რომ ევროპაშ წავა.

„ხვიჩას თაობაზე კონკრეტული წინადადება არ ყოფილა. იყო წინადადებები, რომელსაც მისი აგენტი გვთავაზობდა, მაგრამ ფაქტია, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი რთული ამბავია … მასზე არ იქნება ზღვა შემოთავაზებები, მაგრამ 2-4-ს ველოდებით“, – განაცხადა ოლეგ იაროვინსკიმ.

„ის ნამდვილად იყო საკმაოდ სერიოზული კლუბების ინტერესების სფეროში, მაგრამ მათ არ გააკეთეს საბოლოო შეთავაზება. რატომ?“ – „რუბინის“ სპორტულმა დირექტომა ამ კითხვაზეც გააკეთა კომენტარი.

„იმის გამო, რომ რუსეთის ჩემპიონატიდან მოთამაშეზე საბოლოო წინადადების გასაკეთებლად ბევრი ფაქტორი უნდა იყოს. ახლა არ გამოვიდა, მაგრამ გამოვა ზამთარში ან ზაფხულში – ამაში ეჭვი არ მეპარება. ასეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელი აუცილებლად წავა“, – თქვა იაროვინსკიმ DASH– თან ინტერვიუში

მან არ დამალა თანხა, რომელსაც კვარაცხელიაში კლუბი ითხოვდა:

„რამდენად ვიყავით მზად, რომ გაგვეშვა? სადღაც 20 მილიონ ევროდ. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კვარაცხელია, ევროპულ კლუბში წარუმატებელი გადასვლის შემდეგ, გაჩერდა. მოვლენების ასეთი განვითარება ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ მოთამაშე მხოლოდ 20 წლისაა“.