ოლე გუნარ სულშერი თურქული „ბეშიქთაშის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
ნორვეგიელი სპეციალისტი ოლე გუნარ სულშერი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი დამრიგებელი „ბეშიქთაშს“ გაუძღვება.
თურქული მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლამდე გაფორმდება. ნორვეგიელი სტამბოლში რამდენიმე დღეში ჩავა და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
51 წლის სულშერი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედს“ ავარჯიშებდა, მან მთავარი მწვრთნელის პოსტი 2021 წელს დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.
ამ დროისთვის „ბეშიქთაში“ თურქეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა, ხოლო ევროპის ლიგაზე – 28-ე პოზიციაზე.