ოლე-გუნარ სოლსკიაერს თავის ფეხბურთელებთან კონფლიქტი აქვს
ოლე-გუნარ სოლსკიაერს თავის ფეხბურთელებთან კონფლიქტი აქვს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელებთან იჩხუბა. ამის შესახებ გაზეთი „სანი“ წერს.

წყაროს ცნობით, ნორვეგიელმა სპეციალისტმა ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ნიუკასლთან“ წაგების შემდეგ (0:1) ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა.

სოლსკიაერი მიიჩნევს, რომ გუნდს დაბალი მოტივაცია და ბრძოლის ჟინის დეფიციტი აქვს. ასევე მწვრთნელმა განაცხადა, რომ შეიძლება უახლოეს ხანში ცუდი შედეგების გამო დაითხოვონ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატში „მანჩესტერ იუნატედი“ მე-12 ადგილზეა და გუნდს რვა ტურის შემდეგ მხოლოდ ცხრა ქულა აქვს.