ოლე გუნარ სოლსკიაერმა მანჩესტერ იუნაიტედთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

13:08, 28.03.2019
WOLVERHAMPTON, ENGLAND - MARCH 16: Ole Gunnar Solskjaer, Interim Manager of Manchester United gives his team instructions during the FA Cup Quarter Final match between Wolverhampton Wanderers and Manchester United at Molineux on March 16, 2019 in Wolverhampton, England. (Photo by Catherine Ivill/Getty Images)

ბიბისის (BBC) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერული გრანდი ნორვეგიელის მუშაობით კმაყოფილია და მასთან სამწლიან კონტრაქტს აფორმებს.

დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერი გუნდს სათავეში გასული წლის დეკემბერში ჩაუდგა, როდესაც პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო გაათავისუფლეს. მას შემდეგ გუნდმა 19 თამაში ჩაატარა, რომელთაგან 14 მოიგო, ორი ფრედ ითამაშა და მხოლოდ სამი წააგო.

„აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც შინ“, – განაცხადა სოლსკიაერმა, – „ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ გუნდში თამაში და მოგვიანებით მწვრთნელის კარიერის დაწყება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე და მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს გაწეული შრომისთვის. ეს ის საქმეა, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი“.

მსგავსი