ოლე გუნარ სოლსკიაერი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურაა
ოლე გუნარ სოლსკიაერი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურაა

მანჩესტერ იუნაიტედთან დაახლოებული წყარო ი-ეს-პი-ენთან (ESPN) საუბარში აცხადებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა სრულუფლებიანი მწვრთნელის თანამდებობაზე მხოლოდ ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებლის, ოლე გუნარ სოლსკიაერის კანდიდატურას განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური გრანდი სეზონის ბოლოს უფრო გამოცდილი სპეციალისტის აყვანას გეგმავდა, წყაროს მტკიცებით, არც მაურისიო პოჩეტინოსთან  და არც მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, რადგან ნორვეგიელის ხელში გუნდმა საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.

შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედმა 15 მატჩი გამართა, რომელთაგან 12 მოიგო, ორი ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთი წააგო.

ამჟამად წითელი ეშმაკები სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან (55 ქულა) და ერთი ქულით ჩამორჩებიან მეოთხეადგილოსან არსენალს.

ლიდერ ლივერპულს 69 ქულა აქვს.

დატოვე კომენტარი