ოლე გუნარ სოლსკიაერი - ჩემი ფეხბურთელები მოუქნელად გამოიყურებოდნენ
ოლე გუნარ სოლსკიაერი - ჩემი ფეხბურთელები მოუქნელად გამოიყურებოდნენ

უეფას „ევროპა ლიგის“ პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები ოდნავ მოუქნელად გამოიყურებოდნენ მოედანზე.

ბრიუსელში გამართული მატჩი ადგილობრივ „ბრიუგესა“ და „იუნაიტედს“ შორის ფრედ, 1:1 დასრულდა, რაც ინგლისელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგ შანსს აძლევს. მიუხედავად ამისა, ნორვეგიელი სპეციალისტი უკმაყოფილოა.

„რბილად რომ ვთქვათ, ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი. ეს იყო რთული თამაში კარგად ორგანიზებულ გუნდთან და რთულ პირობებში“, – განაცხადა სოლსკიაერმა. – „ჩვენ ვითამაშედ ფრედ და გოლიც გავიტანეთ. იმედია, მეორე მატჩში ამ უპირატესობას გამოვიყენებთ“.

მატჩში, რომელიც ძლიერი წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, როდესაც მე-15 წუთზე მეტოქის კარი ემანუელ დენისმა აიღო. თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველივე ტაიმში გაათანაბრა. ეს ანტონი მარსიალმა გააკეთა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

განმეორებითი მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ 27 თებერვალს გაიმართება.

დატოვე კომენტარი