ოლე ეინარ ბიორნდალენმა კარიერა დაასრულა
ოლე ეინარ ბიორნდალენმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ნორვეგიელმა ბიატლონისტმა ოლე-ეინარ ბიორნდალენმა სპეციალურად მოწვეული პრესკონფერენციის დროს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

“ჯერ ისევ ბევრი მოტივაცია მქონდა. სპორტი ძველებურად სიამოვნებას მანიჭებს, თან ძალიან არ დავღლილვარ. მინდოდა კიდევ არა ერთი სეზონი გამეტარებინა ბიატლონში, მაგრამ ეს სეზონი ბოლო იქნება ჩემთვის.

გასულ ზაფხულში მოხდა ეპიზოდი, რომელმაც პირველად დამაფიქირა სპორტიდან წასვლის შესახებ. გულის რითმის დარღვევა დამიდგინეს. საქმე ისაა, რომ ეს ყოველთვის ძილის დროს ხდებოდა და არასდროს – ვარჯიშების ან სხვა ფიზიკური დატვირთვებისას. ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა, მაგრამ შემდეგ განმეორდა. ჩემი ორგანიზმი კარგად რეაგირებდა და მე დახმარებას ვიღებდი საკუთარი სამედიცინო გუნდისგან. მაგრამ, ზამთარში მოვილაპარაკეთ და იმ აზრამდე მივედით, რომ უმჯობესი იქნება კარიერა დავასრულო”, – განაცხადა ბიორნდალენმა.

44 წლის ნორვეგიელ ლეგენდას რვაჯერ აქვს მოგებული ოლიმპიური თამაშები, 20 ოქრო მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატებზე და მსოფლიოს თასის 95 ეტაპი მოიგო. წელს მან გამოტოვა პიონჩანგის ოლიმპიადა, რადგან დაბალი შედეგები აჩვენა მსოფლიოს თასზე – საერთო ჩათვლაში 43-ე ადგილი დაიკავა.