ოლაფ შოლცი - პუტინს ვესაუბრებით რუსული არმიის დანაკარგებზე, ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც ახლო წრიდან ალბათ არ იღებს
ოლაფ შოლცი - პუტინს ვესაუბრებით რუსული არმიის დანაკარგებზე, ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც ახლო წრიდან ალბათ არ იღებს

ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრებისას, ემანუელ მაკრონთან ერთად ვცდილობთ, მივაწოდოთ მას სიმართლე დაღუპულ რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრებიან რუსული არმიის დანაკარგებზე და რომ პუტინის გეგმები ვერ განხორციელდება, როგორც მას სურდა.

„ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც ის, ალბათ, არ იღებს მისი ახლო წრიდან“, – თქვა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ბერლინი და პარიზი ათანხმებენ თავიანთ პოზიციებს სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია სავარაუდოდ შეძლებს, შეაჩეროს რუსული ნავთობის იმპორტი მიმდინარე წელს.