ოლაფ შოლცი - მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით რუსეთი მთელ მსოფლიოს ცუდ გზავნილს უგზავნის
ოლაფ შოლცი - მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით რუსეთი მთელ მსოფლიოს ცუდ გზავნილს უგზავნის

მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით რუსეთი მთელ მსოფლიოს ცუდ გზავნილს უგზავნის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას მსოფლიოში „კარგი თანაარსებობისთვის“.

„ბევრი ქვეყანა, ასევე სამხრეთ ამერიკა, იტანჯება რუსეთის აგრესიული ომის შედეგებით მაღალი ფასებისა და მრავალი სხვა გამოწვევის გამო. სწორედ ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ის ფაქტი, რომ რუსეთს არ სურს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება, ცუდი გზავნილია, მაგრამ ყველა მიხვდება, რა დგას ამის უკან. კერძოდ, ის, რომ რუსეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას მსოფლიოში კარგი თანაარსებობისთვის“, – განაცხადა შოლცმა.