ოლაფ შოლცი - გერმანია უკრაინას ტანკებს არ აძლევს, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება
ოლაფ შოლცი - გერმანია უკრაინას ტანკებს არ აძლევს, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება

გერმანია უკრაინას ტანკებს არ აძლევს, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებები თუ დაიწყება, ეს კატასტროფის მომტანი იქნება.

„ეს ძალიან საშიში ომია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ამას ისე ვაკეთებთ, რომ არ მივიყვანოთ სიტუაცია რუსეთსა და ნატო-ს შორის საომარ მდგომარეობამდე, რადგან ეს კატასტროფა იქნება“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ბერლინი „ნამდვილად ბევრს აკეთებს“ უკრაინის მხარდასაჭერად და გერმანიამ უკრაინას „ძალიან ეფექტური იარაღის უზარმაზარი რაოდენობა“ გაუგზავნა.