ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე სისტემას მიაწვდის
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე სისტემას მიაწვდის

გერმანია უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე სისტემას მიაწვდის. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ედუარდ ჰეგერთან შეხვედრისას განაცხადა. გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინა გერმანიისგან ასევე მიიღებს არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მიიღებს.

„აშკარაა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებითი იარაღი სჭირდება. ამ კრიტიკულ ფაზაში ჩვენ მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ჩვენს მხარდაჭერას. სხვა რაღაცებთან ერთად, უკრაინას თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემას და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მივაწვდით“, – განაცხადა კანცლერმა.

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან გერმანია უკრაინას აწვდიდა იარაღს.