ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ, უსაფრთხოების რა გარანტიები მისცენ უკრაინას, მაგრამ ეს არ იქნება ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსი
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ, უსაფრთხოების რა გარანტიები მისცენ უკრაინას, მაგრამ ეს არ იქნება ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსი

დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ, უსაფრთხოების რა გარანტიები მისცენ უკრაინას, მაგრამ ეს არ იქნება ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსი, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა.

მედიის ცნობით, შოლცი კვლავ დაჰპირდა უკრაინას უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს, მაგრამ პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში არა ავტომატური სამხედრო დახმარების გაგებით. კანცლერის თქმით, თუ რა კონკრეტული გარანტიები შეიძლება, იყოს, განიხილება სხვა ქვეყნებთან და უკრაინასთან.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გარანტიები არ შეიძლება, იყოს ისეთი, რომ ისინი შეესაბამებოდეს ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლს. მისივე თქმით, გარანტიები უფრო „კონკრეტულ სიტუაციას უნდა მოერგოს“.

შოლცი აღნიშნავს, რომ ყოველთვის შეიძლება მაღალეფექტური სანქციების გამოყენება, რომელიც აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს.