ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოვიდა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჭიროებას გაუსვა ხაზი
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოვიდა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჭიროებას გაუსვა ხაზი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. ამის შესახებ თავად შოლცმა განაცხადა.

გერმანიის კანცლერის თქმით, კიდევ ერთხელ გამოვიდა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით და ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ საჭიროა ღაზაში მცხოვრები ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

„ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია და და მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე საკითხები, რომლებიც ყველასთვის მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ახლა იქ 1.5 მილიონი მოქალაქე, ბავშვები, მოხუცები არიან და ბევრი, ვინც, უბრალოდ, სასოწარკვეთილია. მათ სიცოცხლეზე პასუხისმგებელია ის, ვინც სამხედრო ოპერაციას აწარმოებს. თუმცა ახლა საუბარია, რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფა“, – აცხადებს შოლცი.