ოლადიპომ ვიდეომიმართვა გაავრცელა
ვიქტორ ოლადიპოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. რადმენიმე დღის წინ, ინდიანას ერთერთმა ლიდერმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და აქტიურ სპორტს მიმდიანრე სეზონის ბოლომდე ჩამოშორდა.
ვიქტორმა უკვე ჩაიტარა მუხლზე ოპერაცია, რომელმაც მისი ექიმის განცხადებით, კარგად ჩაიარა. ახლა მთავარია, რეაბილიტაციის პროცესმა კარგად ჩაიაროს, რომ კალათბურთელმა ახალი სეზონიდან შეძლოს მოედანზე გასვლა.
ოლადიპომ ოპერაციის შემდგომ ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
A message for #Pacers fans from @VicOladipo after his surgery today.#Together4Vic pic.twitter.com/6vCvOR8gGD
— Indiana Pacers (@Pacers) January 29, 2019