ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია მოლდოვაში არ შეუშვეს
ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია მოლდოვაში არ შეუშვეს

მოლდოვის სასაზღვრო სამსახურმა კიშინიოვის აეროპორტში ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია არ შეუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური და რუსული მედია ავრცელებს.

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების დელეგაცია, რომელსაც გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის ე.წ. უფროსი რუსლან ლადარია ხელმძღვანელობდა, არაღიარებულ დნესტრისპირეთში საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. ლადარიასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთში არაღიარებული დნესტრისპირეთის წარმომადგენელი გარი კუპალბა იმყოფებოდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია დნესტრისპირეთში ქალაქ დუბოსარის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე მიემართებოდა.