ოკლაჰომას პირველი გამარჯვება ახალ სეზონში [ვიდეო]
ოკლაჰომას პირველი გამარჯვება ახალ სეზონში [ვიდეო]

ოთხი მატჩი ჩატარდა, დღეს დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში.

მიმდინარე სეზონში, პირველი გამარჯვება მოიპოვა, ოკლაჰომამ. „სითი თანდერმა“ ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ, საკუთარ „ჩისპეიკ არენაზე“ ფინიქს „სანზი“ მიიღო და ანგარიშით 117:110 დაამარცხა. მასპინძლებმა, საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს კომფორტული უპირატესობა, რომელიც თამაშის ბოლომდე, ხელიდან აღარ გაუშვიათ. შეხვედრის ბოლო მეოთხედის წინ, ბილი დონოვანის გუნდი 20 ქულის სხვაობით ლიდერობდა და დარჩენილი დროს, სრულ ფორმალობად იქცა. დასკვნით 12 წუთიან მონაკვეთში, დონოვანმა, წამყვან მოთამაშეებს, დასვენების საშუალება მისცა. გამარჯვებულ გუნდს, რასელ უესტბრუკმა და პოლ ჯოჯრმა ულიდერეს, რომლებმაც 23-23 ქულა გააკეთეს. ამ შედეგის შემდეგ, „სითი თანდერს“ მოგება წაგების ბალანსი 1-5-ზე აქვს და დასავლეთ კონფერენციაში, ჯერ ჯერობით აუტსაიდერთა შორის იმყოფება. ოკლაჰომა, მორიგ მატჩს, ისევ საკუთარ დარბაზში, ლოს ანჯელეს „კლიპერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს

ბრუკლინი-გოლდენ სტეიტი 114:120
კლიპერსი-ვაშინგტონი 136:104
დალასი-იუტა 104:113

დატოვე კომენტარი