ოკლაჰომამ კლიპერსი მეორე ტაიმში გატეხა [ვიდეო]
ოკლაჰომამ კლიპერსი მეორე ტაიმში გატეხა [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა.

„ოკლაჰომამ“ საკუთარ არენაზე „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ მიიღო და ცუდად ჩატარებული პირველი ტაიმის მიუხედავად მეტოქეს 18 ქულის სხვაობით – 128-110 სძლია.

ბილი დონოვანის გუნდში საუკეთესოები 32-32 ქულით რას ვესტბრუკი და პოლ ჯორჯი იყვნენ. სტუმართა შორის ყველაზე მეტი 27 ქულა დანილო გალინარის ანგარიშზეა.

ნაციონალურ საკალათუბრთო ასოციაციაში ამ შეხვედრის გარდა კიდევ შვიდი მატჩი გაიმართა –

შარლოტი – მაიამი 125-113
კლივლენდი – ატლანტა 136-114
ორლანდო – საკრამენტო 99-107
ბოსტონი – დეტროიტი 108-105
ტორონტო – ფილადელფია 129-112
ჰიუსტონი – პორტლენდი 85-104
მემფისი – ვაშინგტონი 107-95