„ოკლაჰომამ“ კარმელო ენტონი „ატლანტაში“ გაცვალა
„ოკლაჰომამ“ კარმელო ენტონი „ატლანტაში“ გაცვალა

ტელეკომპანია ESPN-ის ინფორმაციით, „ოკლაჰომა-სიტი თანდერმა“ გაცვლა განახორციელა, რომლის მიხედვითაც, ფორვარდი კარმელო ენტონი „ატლანტა ჰოქსში“ გადავიდა სათამაშოდ.

ამასთან, იტყობინებიან, რომ „ჰოქსი“ კონტრაქტით გათვალისწინებულ 27.9 მილიონ დოლარს გადაუხდის ენტონის და დაითხოვს მას შემადგენლობიდან. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, კარმელო “ჰიუსტონთან” გააფორმებს ხელშეკრულებას.

ამავე გარიგებაში „ფილადელფიაც“ არის ჩართული. ენტონის გარდა, „ატლანტა“ მიიღებს „ფილადელფიას“ ფორვარდს ჯასტინ ანდერსონს და 2022 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევის უფლებას, „ფილადელფიაში“ გადავა ცენტრი მაიკ მუსკალა, ხოლო „ოკლაჰომაში“ აღმოჩნდებიან მცველები – დენის შრიოდერი და ტიმოტე ლუვავუ-კაბარო.

გასულ სეზონში, კარმელო ენტონიმ კარიერაში პირველად ვერ შეძლო საშუალოდ მატჩში მინიმუმ 20 ქულის დაგროვება – „ოკლაჰომას“ რიგებში მისი შედეგიანობა 16.2 ქულას შეადგენდა.