ოკლაჰომამ იუტა დაამარცხა – კევინ დურანტმა გოლდენ სტეიტს ულიდერა [ვიდეო]

12:24, 23.12.2018
SALT LAKE CITY, UT - DECEMBER 19: Kevin Durant #35 of the Golden State Warriors drives around Jae Crowder #99 of the Utah Jazz in a NBA game at Vivint Smart Home Arena on December 19, 2018 in Salt Lake City, Utah. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Gene Sweeney Jr./Getty Images)

ოკლაჰომა „იუტა ჯაზს“ ესტუმრა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 107:106 დაამარცხა. „სანდერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო პოლ ჯორჯი, რომელმაც 40 წუთში შთამბეჭდავ სტატისტიკას მოუყარა თავი – 43 ქულა, 14 მოხსნა, ექვსი შედეგიანი გადაცემა, ხუთი ჩაჭრა და ერთი დაფარება. ნაკლებ შედეგიანი იყო რასელ ვესტბრუკი, რომელსა სამმაგ დუბლამდე ორი ქულა და ერთი გადაცემა დააკლდა – 8 ქულა, 12 მოხსნა, ცხრა ასისტი. დამარცხებული გუნდის შემადგენლობაში კარგი შეხვედრა ჩაატარეს დონოვან მიჩელმა და რუდი გობერტმა. ორივე მათგანმა „ჯაზს“ 20-20 ქულა მოუტანა.

გოლდენ სტეიტმა მორიგი გამარჯვება „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ მოიპოვა. ლიგის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში საუკეთესო კევინ დიურანტი იყო. კალათბურთელმა 29 ქულას, 12 მოხსნას და რვა შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ორმაგი დუბლი შეასრულა დრეიმონდ გრინმა – 14 ქულა და 10 მოხსნა. დამარცხებულ გუნდში საუკეთესო ვესლი მეთიუსი იყო, რომელმაც „მავერიქსს“ 25 ქულა მოუტანა. „ვორიორზი“ დასავლეთ კონფერენციაში მესამე პოზიციაზეა, ხოლო დალასელები კი ამავე კონფერენციაში მე-11 ადგილზე არიან.

მსგავსი