ოკლაჰომამ ჩამორჩენა შეამცირა, ბოსტონი ნახევაფინალს მიუახლოვდა
ოკლაჰომამ ჩამორჩენა შეამცირა, ბოსტონი ნახევაფინალს მიუახლოვდა

დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფში ოკლაჰომას პორტლენდის წინააღმდეგ მარცხის უფლება არ ჰქონდა. „სითი თანდერმა“ საწყისი ორი მატჩი პორტლენდში წააგო და დღეს საკუთარ „ჩისპეიკ არენაზე“ ფავორიტის სტატუსით გავიდა. ბილი დონოვანის გუნდმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და პირველი საშინაო მატჩი მოიგო. მასპინძლებმა ანგარიშით 120-108 გაიმარჯვეს. შესანიშნავი იყო რასელ ვესტბრუკი. „ოქ ეი სის“ ლიდერმა 33 ქულა, 11 პასი და ხუთი მოხსნა მიითვალა. პოლ ჯორჯის მონაგარმა 22 ქულა შეადგინა. „ტრეილ ბლეიზერსის“ შემადგენლობაში დემიენ ლილირდი იყო საუკეთესო, 32 ქულით. ოკლაჰომა სერიას 1:2-ს აგებს და 22 აპრილს კვლავ წყვილის მასპინძელი იქნება.

ბოსტონ „სელტიქსი“ აღმოსავლეთ კონფერნციის ნახევარფინალიდან ერთ ნაბიჯშია. ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინდიანა „პეისერსს“ სერიას უკვე 3:0 უგებს. ბოსტონელებმა, ზედიზედ ორი საშინაო გამარჯვების შემდეგ, დღეს დილით ინდინაპოლისშიც მოიგეს. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრებმა მეორე ნახევარში მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს და ანგარიშით 104-96 აჯობეს. „სელტიქსს“ ამჯერად ჯეილინ ბრაუნმა ულიდერა 23 ქულით. 19 ქულა და 10 პასი დაფიქსირდა კარირი ირვინგის ანგარიშზე. სერიის მეოთხე შეხვედრა, ისევ ინდიანაში გაიმართება და სელტიქსის გამარჯვების შემთხვევაში კელტები მშრალი ანგარიშით გაიმარჯვებენ. დღესვე ტორონტო „რეპტორსმა“ სტუმრად დაამარცხა ორლანდო „მეჯიქი“ ანგარიშით 98:93 და საერთო სერიაში 2-1 დაწინაურდნა.