ოჰაიოს შტატს ერთდროულად რამდენიმე ტორნადომ გადაუარა
ოჰაიოს შტატს ერთდროულად რამდენიმე ტორნადომ გადაუარა

ოჰაიოს შტატს ერთდროულად რამდენიმე ტორნადო დაატყდა თავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. როგორც ცნობილია, დაშავებულებიდან სამი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. სამაშველო ოპერაციები ერთდროულად ორ ქალაქში მიმდინარეობს.

დაზარლებულებისთვის უკვე არსებობს სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიები, სადაც მათ ღამის გათევა და პირველადი საჭიროების ნივთების მიღება შეუძლიათ.

სტიქიამ ხუთ მილიონზე მეტი ადგილობრივი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. დაზიანებულია ათობით შენობა და საცხოვრებელი სახლი. ცალკეულ ადგილებში ქარბორბალამ წყალმომარაგების სისტემაც დააზიანა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, რადგან ტორნადომ ბუნებრივი აირის მილები დააზიანა. შესაბამისად, გაჟონვისა და აფეთქების რისკმა მოიმატა.