ოგბაიძემ გაიტანა, „ვიქტორიამ“ კონკურენტი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

შალვა ოგბაიძემ გერმანიაში მორიგი გოლი გაიტანა და ბერლინის „ვიქტორიას“ ერთ-ერთ კონკურენტ „გრაიფსვალდთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:1.

20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „ვიქტორიას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, ნორდოსტის რეგიონალლიგის 23-ე ტურში 75 წუთი ითამაშა და 49-ე წუთზე გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა – 2:0.

23 ტურის შემდეგ ბერლინის „ვიქტორია“ 33 ქულით მეათე ადგილზეა, აუტსაიდერებთან სხვაობა გაზარდა და ლიდერთა ოთხეულს მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება შალვა ოგბაიძეს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლია.

შალვა ოგბაიძე იყო საქართველოს 17 და 18 წლამდელთა ნაკრებების წევრი, არის 21-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი და იმდოვნებს, რომ საქართველოში გასამართ ევრო 2023-ზე რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდში მოხვდება.