ოგანესიანი - არველაძე ტოპ-მწვრთნელია, მაგრამ გალიცკის დამჯერი ადამიანი სჭირდება #1TVSPORT
ოგანესიანი - არველაძე ტოპ-მწვრთნელია, მაგრამ გალიცკის დამჯერი ადამიანი სჭირდება #1TVSPORT

რუსეთში მოღვაწე საფეხბურთო ფუნქციონერი ვალერი ოგანესიანი „კრასნოდარის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა და ეჭვი გამოთქვა, რომ „კრასნოდარის“ პრეზიდენტი სერგეი გალიცკი ქართველ სპეციალისტს ნორმალური მუშაობის საშუალებას არ მისცემს.

„ჩვენ გვესმის შოთა არველაძის გვარი… ეჭვგარეშეა, არველაძე ტოპ-მწვრთნელია, რომელსაც წარმატების მიღწევა რუსეთის პრემიერლიგის ნებისმიერ კლუბში შეუძლია. მაგრამ ვფიქრობ, რომ სერგეი გალიცკი სერიოზულ სპეციალისტს ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ მისცემს“, – ციტირებს „სპორტ-ეკსპრესიოგანესიანის სიტყვებს.

მან სერგეი გალიცკის დიდი ნაკლი ახსენა.

გალიცკის სჯერა, რომ თავად ფეხბურთში სხვაზე არანაკლებ ერკვევა და ეს დიდი შეცდომაა. გალიცკიმ ააშენა მდიდრული ინფრასტრუქტურა, რისთვისაც მას პატივს სცემენ და ადიდებენ, მაგრამ გუნდი ერთხელაც არ გამხდარა ჩემპიონი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მალე მოიგოს. ვფიქრობ, გალიცკის სჭირდება ვინმე ყოფილი მწვრთნელის, მუსაევის მსგავსი საფეხბურთო აკადემიიდან, რათა მწვრთნელთან საერთო ენა გამონახოს“.

შეგახსენებთ, 5 იანვარს „კრასნოდარმა“ ვიქტორ გონჩარენკო გადააყენა და მას შემდეგ გუნდის ახალი მწვრთნელი ჯერ არ დანიშნულა. არველაძის გარდა, ახლა იტალიელი დი ფრანჩესკოს კანდიდატურა დასახელდა – Sky Sport Italia ამტკიცებს, რომ 52 წლის სპეციალისტმა „კრასნოდართან“ პირველი მოლაპარაკებები გამართა. დი ფრანჩესკო მუშაობდა „ვერონაში“, „სასუოლოში“, „სამპდორიაში“, „პესკარასა“ და „ლეჩეში“. მისი ხელმძღვანელობით „რომა“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა.