ოფიციალურადაც დადასტურდა - ჩაჩავამ „ტორპედო“ დატოვა
ოფიციალურადაც დადასტურდა - ჩაჩავამ „ტორპედო“ დატოვა

ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის „ტორპედო“ ოფიციალურად დატოვა – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

„ქუთაისის „ტორპედოს“ აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა. შედეგად, კლუბი მერიის ბალანსზე გადავა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში „ტორპედოსთვის“ ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება“, – წერია კლუბის ოფიციალური გვერდის გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოთამაშეების წინაშე არსებული დავალიანების გამო, გუნდს „კრისტალბეთ ლიგიდან გაგდება“ ელოდა. ფანები მომხდარში გუნდის მეპატრონეს ადანაშაულებდნენ და მის გაშვებას ითხოვდნენ.