ოფიციალურად – ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ნაკრები დატოვა #1TVSPORT
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა.
59 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2017 წლიდან ედგა სათავეში და ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ეპოქა შექმნა. მისი ხელმძღვანელობით ხორვატებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს, 2022 წლის მუნდიალზე კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. გარდა ამისა, 2023 წელს გუნდი ერთა ლიგის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.
დალიჩის წასვლა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვას უკავშირდება – ხორვატიამ 1/16-ფინალური ეტაპის დაძაბული მატჩი პორტუგალიასთან ანგარიშით 1:2 დათმო. ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს.