ოფიციალურად - წელს ვიეტნამის გრანპრი არ გაიმართება
ოფიციალურად - წელს ვიეტნამის გრანპრი არ გაიმართება

„ფორმულა 1“-ის 2020 წლის სეზონზე ვიეტნამის გრანპრი კორონავირუსის გამო არ გაიმართება.

„ეს იყო ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ შენარჩუნებულია გაურკვევლობა, რომელიც გლობალური პანდემიით არის გამოწვეული“, – წერია რბოლის ორგანიზატორთა განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში ვიეტნამის პირველი გრანპრი 5 აპრილს, ჰანოის ქუჩის ტრასაზე უნდა გამართულიყო, მაგრამ შემდეგ გაურკვეველი ვადით გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო.