ოფიციალურად – ვემბანიამამ „სან ანტონიოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

05:30, 11.07.2026

„სან ანტონიო სპურსის“ ცენტრმა, ვიქტორ ვემბანიამამ თავის ამჟამინდელ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, – ამის შესახებ „სპურსის“ პრესსამსახური იუწყება.

22 წლის ფრანგი კალათბურთელის ახალი კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება და ვემბანიამა, ჯამში, 252 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს – ეს ყველაზე მსხვილი ხელფასია „სან ანტონიოს“ ისტორიაში.

ხელშეკრულება ძალაში 2027-28 წლების სეზონიდან შევა.

ვიქტორ ვემბანიამა „სან ანტონიომ“ 2023 წელს აირჩია დრაფტზე პირველ ნომრად. 2025-26 წლების სეზონში „სპურსმა“ NBA-ს პლეიოფის ფინალამდე მიაღწია და გადამწყვეტ სერიაში 1:4 დამარცხდა „ნიუ იორკთან“.

მსგავსი