ოფიციალურად - უსიკმა სუპერმძიმე წონაში დებიუტი დაგეგმა
ოფიციალურად - უსიკმა სუპერმძიმე წონაში დებიუტი დაგეგმა

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ პირველ მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი, უკრაინელი ალექსანდრ უსიკი, სუპერმძიმე წონაში სადებიუტო ორთაბრძოლას 25 მაისს ჩაატარებს. მისი მეტოქე კამერუნელი კარლოს ტაკამი იქნება.

„ალექსანდრ უსიკის დებიუტი მძიმე წონაში კარლოს ტაკამის წინააღმდეგ მერილენდის შტატის ქალაქ ოქსონ-ჰილში გაიმართება“, – დაწერა თავის ტვიტერზე უკრაინელი მოკრივის პრომოუტერმა ედი ჰირნმა.

აღნიშნავენ, რომ ბრძოლის პირდაპირი ტრანსლიაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში დი-ეი-ზი-ენის (DAZN) არხზე შედგება, ბრიტანეთში – სკაი სპორტსზე (Sky Sports).

ბილეთები 10 აპრილიდან გაიყიდება.