ოფიციალურად - უპამეკანო „ბაიერნის“ ფეხბურთელი ხდება
ოფიციალურად - უპამეკანო „ბაიერნის“ ფეხბურთელი ხდება

„ლაიპციგის“ მცველი დაიო უპამეკანო კლუბს შეიცვლის. 22 წლის ფეხბურთელი კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ დაწერა ინტერნეტ-გამოცემა RMC-მ.

მცველმა არჩევანი მიუნხენური კლუბის სასარგებლოდ გააკეთა. გერმანიის ჩემპიონი 42 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც გამოსასყიდ თანხად იყო მითითებული კონტრაქტში. ხელშეკრულება „ბაიერნთან“ 2021 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება და ის ხუთწლიანი იქნება.

ინფორმაცია უკვე დაადასტურა „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

„დიახ, შემიძლია დავადასტურო. „ბაიერნში“ ძალიან მოხარულები ვართ ამის გამო. რამდენიმე თვის განმავლობაში გვქონდა ძალიან კარგი, ინტენსიური და პროფესიული მოლაპარაკებები დაიოსთან და მის აგენტთან“, – თქვა სალიჰამიჯიჩმა.

ამ სეზონში უპამეკანომ ბუნდესლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.