ოფიციალურად - თუ სეზონი ისევ შეწყდა, სერია ა-ში პლეიოფს ჩაატარებენ
ოფიციალურად - თუ სეზონი ისევ შეწყდა, სერია ა-ში პლეიოფს ჩაატარებენ

იტალიის სერია A-ში პლეი ოფს ან ალგორითმს მიმართავენ, თუ 20 ივნისს განახლებული სეზონის ხელმეორედ შეწყვეტა გახდება საჭირო კორონავირუსის პანდემიის გამო.

კლუბების უმრავლესობა იმ იდეის წინააღმდეგი იყო, რომ ჩემპიონი ან ლიგიდან გასავარდნი გუნდი მათემატიკური ფორმულის მეშვეობით გამოევლინათ. მიუხედავად ამისა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 8 ივნისს დაამტკიცა ეს გეგმა თავის ფედერალურ საბჭოზე – 18 ხმით სამის წინააღმდეგ.

შესაბამისად, სერია A-ს ჩემპიონს და გასავარდნ გუნდებს გამოარკვევენ პლეი ოფის დახმარებით. თუ პლეი ოფის ჩატარების შესაძლებლობაც არ იქნება. საუკეთესო და უარეს გუნდს გამოავლენენ სპეციალური ალგორითმის დახმარებით, რომლის მიხედვითაც გამოითვლიან კოეფიციენტს თითოეული კლუბისთვის (დიდი ალბათობით, ეს იქნება მატჩში მოპოვებული ქულების საშუალო რაოდენობა). „გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ასეთი შედეგისთვის ათვლის წერტილი შეიძლება გახდეს 10 ივლისი.