ოფიციალურად - „ტორპედომ“ არაბიძის ტრანსფერი „ნასიონალისგან“ გამოისყიდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის ინფორმაცია ოფიციალუარდ დადასტურდა – ქუთაისის „ტორპედომ“ გიორგი არაბიძის ტრანსფერი გამოისყიდა და შეთანხმება გაასაჯაროვა.

„გიორგი არაბიძე ტორპედოელია. 23 წლის შემტევი გუნდს თურქულ შეკრებაზე მალე შეუერთდება“, – წერია „ტორპედოს“ განცახდებაში.

გიორგიმ გასულ სეზონში „სამტრედიას“ მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ტრანსფერი პორტუგალიურ „ნასიონალს“ ეკუთვნოდა, რომელმაც გასულ წელს „სამტრედიაში“ გაანათხოვრა.

იჯარის დასრულების შემდეგ არაბიძის წაყვანა გია ცეცაძემ ქუთაისის „ტორპედოში“ გადაწყვიტა, მაგრამ პორტუგალიელები 400 ათას ევროს ითხოვდნენ. საბოლოოდ, პორტუგალიურმანასიონალმა“ და ქუთაისის „ტორპედომ“ სატრანსფერო თანხაზე მოილაპარაკეს – არაოფიციალური ცნობით, ქუთაისურმა კლუბმა არაბიძის ტრანსფერი 200 ათას ევროდ გამოისყიდა.

23 წლის ქართველ შემტევს „ნასიონალთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდებოდა და თუ „ტორპედოს“ პორტუგალიელები არ შეუთანხმდებოდნენ, ზაფხულში არაბიძე „ნასიონალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა, გუნდი კი ევროსაც ვერ მიიღებდა.