ოფიციალურად - ტიმო ვერნერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT
ოფიციალურად - ტიმო ვერნერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების ფორვარდი ტიმო ვერნერი ტრავმის გამო მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.

26 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩის მე-19 წუთზე მიიღო. იმ შეხვედრაში „ლაიპციგმა“ 4:0 მოუგო „შახტარს“.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვერნერს მარცხენა ფეხზე აქილევსის მყესი აქვს დაზიანებული და 2022 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ვერნერმა ცხრა მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.