ოფიციალურად - ტიაგო სილვამ „ჩელსისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - ტიაგო სილვამ „ჩელსისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ტიაგო სილვა „ჩელსიში“ გააგრძელებს კარიერა, – დაწერა ლონდონური კლუბის პრესსამსახურმა.

35 წლის ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. სილვა „ჩელსიში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, რადგან „პარი სენ-ჟერმენთან“ ამ ზაფხულს ამოეწურა ხელშეკრულება.

„მოხარული ვარ “ჩელსისთან“ შეერთებით. თავს ბედნიერად ვგრძნობ იმის გამო, რომ ფრენკ ლემპარდის გუნდის ნაწილი ვიქნები. მე აქ ტიტულებისთვის საბრძოლველად მოვედი. იმედია, მალე შევხვდებით „სტემფორდ ბრიჯზე“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

ტიაგო სილვა „პარი სენ-ჟერმენში“ 2012 წლიდან თამაშობდა. ამ გუნდის რიგებში მან 315 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტარა. მცველს ევროპაში ასევე „პორტუსა“ და „მილანის“ რიგებში უთამაშია.