„პორტუს“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა ტიაგო სილვას გაფორმების შესახებ.
41 წლის მცველმა, რომელმაც მანამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა „ფლუმინენსე“, პორტუგალიურ კლუბთან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულებაში არის პუნქტი თანამშრომლობის ერთი წლით გაგრძელების შესახებ.
იტყობინებიან, რომ ბრაზილიელის შეძენით ძალიან იყო დაინტერესებული „პორტუს“ პრეზიდენტი ანდრე ვილაშ-ბოაში, ასევე მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო ფარიოლი.