ოფიციალურად - სტივენ ჯერარდი „ასტონ ვილას“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
ოფიციალურად - სტივენ ჯერარდი „ასტონ ვილას“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

„ასტონ ვილას“ ახალ მთავარ მწვრთნელად „ლივერპულის“ ლეგენდა სტივენ ჯერარდი დაინიშნა, – იტყობინება ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

41 წლის სპეციალისტმა ამ პოსტზე დინ სმიტი შეცვალა, რომელიც 7 ნოემბერს დაითხოვეს თანამდებობიდან. „ასტონ ვილამ“ პრემიერლიგაში ზედიზედ ხუთი მატჩი წააგო და გათამაშების ცხრილში მე-16 ადგილზეა.

„ასტონ ვილა“ მდიდარი ისტორიისა და ტრადიციების გუნდია და ძალიან ამაყი ვარ, რომ მისი ახალი მთავარი მწვრთნელი გავხდი. დირექტოთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ცხადი გახდა, რამდენად ამბიციურია კლუბის გეგმები და მოუთმენლად ველოდები, როდის დავიწყებთ დასახული ამოცანების გადაჭრას“, – მოჰყავს ჯერარდის სიტყვები „ასტონ ვილას“ პრესსამსახურს.

ჯერარდი 2018 წლიდან „გლაზგო რეინჯერსში“ მუშაობდა. გასულ სეზონში გუნდი შოტლანდიის ჩემპიონი გახდა.