„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა პოლ სქოულზი ოფიციალურად წარადგინეს „ოლდჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. „ოლდჰემი“ ინგლისის მეოთხე დივიზიონში თამაშობს. ეს ახალი ამბავი კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
იტყობინებიან, რომ სქოულზმა „ოლდჰემთან“ კონტრაქტი 2019-20 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა. მისი თანაშემწე იქნება მაიკ პრისტი.
„დაწვრილებით შევისწავლე გუნდი. მას კარგი შემადგენლობა ჰყავს კარგი ფეხბურთელებით. მას აქვს განვითარების შესაძლებლობა. შესაძლოა, არა ამ სეზონში, მაგრამ მომდევნოში აუცილებლად. ბოლო ორი-სამი კვირა ვემზადებოდი ამ დანიშვნისთვის. ბევრი მატჩის ვიდეოჩანაწერი ვნახე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ გუნდს 20-30 წელია მნიშვნელოვანი შედეგისთვის არ მიუღწევია. მენეჯმენტი ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ სიტუაცია გამოასწოროს. მაგრამ ეს საკმაოდ რთულია. იმედია, ყველაფერი გამომივა.
სერ ალექს ფერგიუსონი – ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია ჩემს მეხსიერებაში. მე მას რჩევებს ვკითხავ რთულ სიტუაციებში. ამავდროულად, ვგრძნობ რაიან გიგზისა და ნიკ ბატის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საქმით ვართ დაკავებული“, – განაცხადა ყოფილმა ნახევარმცველმა.