ოფიციალურად – სობოსლაიმ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

21:07, 17.07.2026

„ლივერპულმა“ გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ნახევარმცველ დომინიკ სობოსლაისთან.

ინგლისურმა კლუბმა არ გაამჟღავნა ხელშეკრულების დეტალები, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი კონტრაქტი 25 წლის უნგრელთან მრავალწლიანია. უფრო ადრე იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სობოსლაის კონტრატი 2031 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

ნახევარმცველი „ლივერპულში“ 2023 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 13 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა დააგროვა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 53 მატჩში.

მსგავსი