ოფიციალურად – სობოსლაი „ლაიპციგში“ გადავიდა

19:52, 18.12.2020

ავსტრიული „ზალცბურგის“ ნახევარმცველმა დომინიკ სობოსლაიმ დატოვა გუნდი და კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს. 20 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერ „ლაიპციგთან“, – წერს გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

უნგრელ მოთამაშესთან 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდა ხელშეკრულება. ახალ გუნდში სობოსლაი მე-17 ნომრით ითამაშებს. როგორც „ლაიპციგში” იტყობინებიან, ნახევარმცველი ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩის ჩატარებას 2021 წლის 9 იანვარს შეძლებს, როცა „ლაიპციგი“ „დორტმუნდს“ შეხვდება.

მიმდინარე სეზონში სობოსლაიმ „ზალცბურგის“ რიგებში 20 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

https://twitter.com/i/status/1339586168338272261

მსგავსი