ოფიციალურად – სეზონის დასრულების შემდეგ ბერნარდუ სილვა „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ადასტურებს, რომ ბერნარდუ სილვა ზაფხულში გუნდს დატოვებს.
პორტუგალიელი ნახევარმცველი კლუბს 2017 წელს შეუერთდა და ცხრა სეზონის განმავლობაში „ქალაქელთა“ შემადგენლობაში 451 შეხვედრა ჩაატარა.
31 წლის ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდში. ამ დროის განმავლობაში მან 19 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა 2023 წელს.
„მანჩესტერ სიტის“ მაისურით პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 76 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა შეასრულა.