ოფიციალურად – სერხიო რამოსი მექსიკაში ითამაშებს #1TVSPORT

09:45, 03.02.2025

ლეგენდარული ესპანელი მცველი სერხიო რამოსი კარიერას მექსიკაში გააგრძელებს, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

38 წლის ფეხბურთელმა უკვე გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი „მონტერეისთან“ და სულ მალე დაიწყებს ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, რამოსი „მონტერეიში“ ერთი სეზონის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც სხვადასხვა სახის ბონუსი დაემატება.

სერხიო რამოსი დღემდე თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. მისი ბოლო კლუბი იყო „სევილია“ რომელიც გასული წლის ზაფხულში დატოვა.

მსგავსი